უსაფრთხოების პოლიტიკა

დანართი N1

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიას, მომხმარებელსა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მომხმარებლისა და ვენდორის პერსონალურ მონაცემებს კომპანია ამუშავებს, ინახავს და იცავს მის კონფიდენციალურობას წინამდებარე „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად.

წინამდებარე პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას კომპანიის მუშაობის პრინციპებისა და მხარეთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

რა არის პერსონალური მონაცემები?

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

რა სახის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს და ინახავს კომპანია მომხმარებლის/ვენდორის შესახებ?

კომპანია ამუშავებს და ინახავს მომხმარებლის/ვენდორისინდენტიფიკაციისათვის საჭირო პერსონალურ მონაცემებს. კერძოდ: მომხმარებლის/ვენდორის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);

რა არის მომხმარებლის/ვენდორის პერსონალური მონაცემების დამუშვების მიზანი?

კომპანია მომხმარებლის/ვენდორის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს და ინახავს შემდეგი მიზნებისათვის:

1. პირდაპირი მარკეტინგი;

2. რისკების სამართავად;

3. ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, პრევენციისა და ანგარიშგების საწარმოებლად;

4. განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირებისა და მოგვარების გზების მოსაძიებლად;

5. უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;

6. ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების თავიდან აცილების მიზნით;

7. სხვა კანონიერი მიზნებისა თუ ამოცანებისთვის;

მომხმარებლის/ვენდორის უფლებები მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით?

მომხმარებლს/ვენდორს, როგორც მონაცემთა სუბიექტს, აქვთ უფლება იცოდნენ:

1. თუ რომელი მონაცემები მუშავდება მათ შესახებ;

2. რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;

3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

4. რა გზით შეგროვდა მონაცემები;

5. ვისზე გაიცა მათ შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

აღნიშნულ კითხვებზე პასუხს მომხმარებელი/ვენდორი მიიღებს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. მოთხოვნის წარდგენა უნდა განხორციელდეს მომხმარებელს/ვენდორს და კომპანიას შორის გაფორმებული წესებისა და პირობების შესაბამისად.

რის საფუძველზე ხდება მომხმარებლისა და ვენდორის პერსონალური მონაცემების დამუშავება და გაცემა და რა ვადით?

კომპანია მომხმარებლისა და ვენდორის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი საფუძვლით:

  1. თანხმობა

Monte.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლისა (ასევე ნივთის ერთჯერადად შემძენი მომხმარებლის) და ვენდორის დათქმა პერონალური მონაცემების გამოყენებაზე:

წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი, წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ ინდივიდუალური მეწარმე ქეთევან ქავთარაძეს (ს/ნ 01024077728) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19) (შემდგომში – „კომპანია“) როგორც, Monte.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლისა (ასევე ნივთის ერთჯერადად შემძენი მომხმარებლის)და ვენდორის პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს პირდაპირი მარკეტინგის და კომპანიის და ვებ-გვერდის წესებისა და პირობებიდან გამომდინარე სხვა კანონიერი  მიზნებიდან და მიზნებისთვის დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, თანახმა ვარ, კომპანიის მიერ ხსენებული მონაცემების შენახვა განხორციელდეს მომხმარებელსა და ვენდორს შორის არსებული ხელშეკრულების ვადის განმავლობაში დაუბრკოლებლად, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში;

წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი, წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ ინდივიდუალური მეწარმე ქეთევან ქავთარაძეს (ს/ნ 01024077728) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19) (შემდგომში – „კომპანია“) როგორც, Monte.ge-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის (ნივთის ერთჯერადად შემძენი მომხმარებლის) და ვენდორის პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს გადასცეს პერსონალური მონაცემები ჩემს მიერ სავარაუდოდ დაზარალებულ მომხმარებელს/ვენდორს ან/და საქართველოს ან რომელიმე სხვას ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს გაუგებრობის/პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება ჩემი ბრალეულობითა და ვალდებულების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მომხმარებელი/ვენდორი წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილი კომუნიკაციის წესის დაცვით წარადგენს მოთხოვნას აღნიშნულის თაობაზე;

  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის/ვენდორისათვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად;

მომხმარებლის/ვენდორის მიერ Monte.ge-ის გამოყენებით მომხმარებელი/ვენდორი აცხადებს თანხმობას Monte.ge-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

Monte.ge სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. Monte.ge იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების/ვენდორის ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  1. IP მისამართი;
  2. მოწყობილობის ტიპი;
  3. ბრაუზერი;
  4. ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
  5. რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი Monte.ge-ის ვებ-გვერდზე;
  6. ინფორმაცია Monte.ge-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ;

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

რა არის ლოგ ფაილები და Cookies დამუშავების მიზანი?

ლოგ ფაილებისა და Cookies დამუშავების მიზანია:

  1. კომპანიამ გააანალიზოს ტრენდები;
  2. კომპანიამ მართოს ვებგვერდი, აწარმოოს სტატისტიკა;
  3. კომპანიამ თვალი ადევნოს მომხმარებელის/ვენდორის ქმედებებს ვებ-გვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
  4. ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად

Monte.ge-ით სარგებლობისას, წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი/ვენდორი ადასტურებს და გულისხმობს, რომ ასევე ეთანხმება cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს Monte.ge-ით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის/ვენდორის მიერ თანხმობად. Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

რა წყაროებიდან იღებს კომპანია წინამდებარე პერსონალურ მონაცემებს?

კომპანია მომხმარებლის/ვენდორის პერსონალურ მონაცემებს იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  1. მომხმარებლის/ვენდორის მიერ რეგისტრაციის დროს სავალდებულო ველების შევსების შედეგად;
  2. მომხმარებლის მიერ Monte.ge-ზე ნივთის ერთჯერადად შეძენის შემთხვევაში, ნივთის შეძენამდე სავალდებულო მონაცემების შევსების შედეგად;
  3. მომხმარებელს/ვენდორს და კომპანიას შორის ერთმანეთის ელ.ფოსტსაზე მონაცემების ურთიერთგაცვლის/გადაცემის შედეგად;
  4. მომხმარებლის/ვენდორის მიერ კომპანიისთვის სხვა ზეპირი ან/და წერილობითი გზით მონაცემების მიწოდების შედეგად;