მონტეს ისტორია

2019 წლიდან ჩვენი მისიაა მშობლებსა და აღმზრდელებს შევთავაზოთ საბავშვო პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში დამოუკიდებლობის, კრეატიულობის და სწავლის ბუნებრივი ინტერესის გაღვივებას.დღეს მონტე წარმოადგენს საიმედო პლათფორმას, რომელიც აერთიანებს საუკეთესო ბრენდებს და სტარტაპებს ადრეული ასაკის პატარების განვითარებისა და განათლებისთვის – სათამაშოებს, მონტესორის მასალებს, წიგნებს, ავეჯსა და საბავშვო ღონისძიებების ბილეთებს.

ადრეული ბავშვობის წლები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პატარებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას. გვჯერა, რომ ჩვენს ვებგვერდზე ზუსტად ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს აღმოაჩენთ, რომელიც ამ პროცესის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
მრავალფეროვანი პროდუქციისა და სერვისების გარდა, ვებგვერდზე შეგიძლიათ გეცნოთ საინფორმაციო სტატიებსა და რჩევებს ბავშვის ადრეული განვითარებისა და განათლების, სწავლის, თამაშისა და საინტერესო აქტივობების შესახებ.

სათამაშო

მონტეს პარტნიორები არიან