დანართი N2

ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა

წინამდებარე დანართით განსაზღვრულია წესები იმის შესახებ, თუ:

  1. ვის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში შეიძლება იყოს ge-ზე განთავსებული ნივთები.
  2. ge-ზე განთავსებული ნივთების შეძენისა და მიწოდების წესი.
  3. ღონისძიების ბილეთების შეძენისა და დაბრუნების წესი.
  4. ge-ზე შეძენილი ნივთების დაბრუნების წესი. 
  1. ვის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში შეიძლება იყოს ge-ზე განთავსებული ნივთები?

Monte.ge-ზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნივთები შეიძლება იყოს როგორც ვენდორის, ასევე უშუალოდ Monte.ge-ის (კომპანია) საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში.

ნივთი Monte.ge-ის საკუთრებაშია ან/და კანონიერ მფლობელობაში თუ Monte.ge-ზე განთავსებულია უშუალოდ Monte.ge-ის მიერ და განცხადებაში Monte.ge მითითებულია, როგორც მესაკუთრე.

თუ Monte.ge-ზე განთავსებული ნივთი Monte.ge-ის (კომპანიის) საკუთრებაშია ან/და კანონიერ მფლობელობაში, ასეთ ნივთზე ყველანაინირ პასუხისმგებლობას იღებს თავად Monte.ge (კომპანია);

ასევე, Monte.ge-ზე ვენდორს აქვს უფლება განათავსოს ნივთი, როგორც კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდ, ასევე მის გარეშე.

თუ ვენდორს საკუთარი ნივთი Monte.ge-ზე განთავსებული აქვს კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდ, ეს გულისხმობს, რომ Monte.ge (კომპანია) არა მხოლოდ განცხადების განთავსების საშუალებას აძლევს ვენდორს, არამედ უშუალოდ ეხმარება მომხმარებელს და ვენდორს, რომ შეიძინონ და გაყიდონ ნივთი, ანუ შუამავლობს მათ შორის. შესაბამისად ამგვარ შემთხვევაში კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს ვენდორის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრ რომელიმე ვალდებულებასთან დაკავშირებით ან/და ნივთის წუნსა თუ ნაკლთან დაკავშირებით; ამ შემთხვევაში Monte.ge (კომპანია) უზრუნველყოფს ნივთის მიწოდებას მომხმარებელთან, ხოლო ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში Monte.ge (კომპანია) არანაირ დაპირებას არ აძლევს მომხმარებელს, რომ ვენდორი აუცილებლად დაიბრუნებს ნივთს, მაგრამ ვენდორის მიერ ნივთის დაბრუნებაზე უარის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, რომ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ვენდორის მიერ ნივთის დაუბრუნებლობის გამო მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს თუ არა მომხმარებელს. აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას.

თუ ვენდორს საკუთარი ნივთი Monte.ge-ზე განთავსებული აქვს კომპანიის შუამავლობის გარეშე სარეალიზაციოდ, ეს გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში კომპანია არ შუამავლობს მომხმარებელსა და ვენდორს შორის ნივთის შესყიდვის/თანხის გადახდის პროცესში და ვენდორის მიერ დადებული განცხადება Monte.ge-ზე ემსახურება მხოლოდ რეკლამას და მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი უკავშირდება ნივთის მესაკუთრე ვენდორს განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად ამ შემთხვევაში Monte.ge (კომპანია) არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს არც ვენდორის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრ რომელიმე ვალდებულებასთან დაკავშირებით ან/და ნივთის წუნსა თუ ნაკლთან დაკავშირებით, ასევე კომპანია ამ შემთხვევაში არ ახორციელებს არც ნივთის მიწოდებას და ასევე არც აღნიშნული ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ იღებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას მომხმარებელი და ვენდორი ათანხმებს ერთმანეთთან Monte.ge-სგან დამოუკიდებლად.

  1. ge-ზე განთავსებული ნივთების შეძენისა და მიწოდების წესი.

Monte.ge-ზე ნივთის შეძენა გულისხმობს Monte.ge-ზე სარეალიზაციოდ განთავსებული  ნივთის განცხადებაში არსებულ ღილაკზე „შეძენა“ მომხმარებლის მიერ გადასვლას, ბარათის მონაცემების შევსებას, მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებზე დათანხმებას და თანხის გადახდის დასრულებას.

მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენისთვის არ არის სავალდებულო Monte.ge-ზე რეგისტრაცია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს რეგისტრაცია Monte.ge-ზე და დაეთანხმოს წესებსა და პირობებს ან/და ნივთის შეძენისას რეგისტრაციის გარეშე ყოველ ჯერზე დაეთანხმოს შეძენამდე წესებსა და პირობებს და შეიძინოს ნივთი.

Monte.ge-ზე ისეთი ნივთების მიწოდებას, რომლებიც განთავსებულია ვენდორის მიერ სარეალიზაციოდ კომპანიის შუამავლობის გარეშე და Monte.ge (კომპანია) მხოლოდ რეკლამირებას უწევს, არ ახორციელებს კომპანია. ასეთი ნივთების მიწოდება ხდება უშუალოდ ნივთის მესაკუთრე ვენდორის მიერ მომხმარებელთან შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.

Monte.ge-ზე შეძენილი ნივთის მიწოდებას ახორციელებს კომპანია, როგორც მის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში ნივთების შეძენასთან დაკავშირებით, ასევე იმ ნივთებთან დაკავშირებით, რომელიც განთავსებულია Monte.ge-ზე ვენდორის მიერ კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდ.

თბილისში – Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობით შესაძენი ნივთის მიწოდება სტანდარტულად ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 1-3 სამუშაო დღეში. ნებისმიერი ნივთის მიწოდების ტარიფი, გარდა ავეჯისა – შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. ავეჯის მიწოდების საფასური შეადგენს 20 (ოცი) ლარს. 100 (ასი) ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში (გარდა ავეჯისა) თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება უფასოა.

რეგიონებში – Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობით შესაძენი ნივთის მიწოდება სტანდარტულად ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 3-5 სამუშაო დღეში. მაღალმთიან რეგიონებში მიწოდების პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 7-დან 10 სამუშაო დღემდე. რეგიონებში ავეჯის მიწოდების სერვიცი ამ ეტაპზე არ მოქმედებს. ყველა სხვა ნივთის შეძენის შემთხვევაში, მიწოდების სერვისის საფასურია 10 (ათი) ლარი.

ფასდაკლების ან დღესასწაულების პერიოდში შეკვეთის მიწოდება შესაძლოა გახანგრძლივდეს 2-4 სამუშაო დღით.

  1. ღონისძიების ბილეთების შეძენისა და დაბრუნების წესი.

Monte.ge-ზე მატერიალური სახით არსებული ნივთების გარდა, შესაძლებელია, რომ განხორციელდეს ღონისძიების ბილეთების რეალიზაცია. შესაბამისად ამ პუნქტით დადგენილია ღონისძიების ბილეთების შეძენისა და დაბრუნების წესი.

წინამდებარე ღონისძიების ბილეთები სრულად წარმოადგენს ვენდორის ღონისძიების ბილეთებს და Monte.ge (კომმპანია) არ ახორციელებს რაიმე საკუთარი ღონისძიების ბილეთების რეალიზაციას.

ღონისძიების ბილეთების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ბილეთი გადაეცემა ელექტრონული ფორმით. შესაბამისად ღონისძიების ბილეთებთან დაკავშირებით არ ვრცელდება ამ დანართით დადგენილი შეძენილი ნივთების მიწოდებისა და დაბრუნების წესი.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გადაიფიქრებს ღონისძიებაზე დასწრებას მას აქვს შეძენილი ბილეთის დაბრუნების უფლება ღონისძიების ჩატარებამდე არანაკლებ 48 (ორმოცდარვა) საათისა. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანიას წერილობითი განცხადებით, როგორც დადგენილია წესებითა და პირობებით და მისი დანართებით და მომხმარებელს აუნაზღაურდება ბილეთში გადახდილი თანხის 90%.

თუ მომხმარებლის მიერ შეძენილია ბილეთი, მაგრამ ღონისძიება არ შედგა ან არაჯეროვნად შედგა და ზიანი მიადგა მომხმარებელს, მომხმარებელს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ღონისძიების გამართვიდან/მომსახურების მიღებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანიას წერილობითი განცხადებით, როგორც დადგენილია წესებითა და პირობებით და მისი დანართებით. განცხადებაში მომხმარებელმა უნდა დაასაბუთოს ღონისძიების/მომსახურების არ შესრულება ან/და არაჯეროვანი შესრულება. (ასევე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შეძენილი ბილეთის ასლი) კომპანია განიხილავს ამ დანართით დადგენილი წესით მომხმარებლის განცხადებას და თუ კომპანიის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მომხმარებელს აუნაზღაურდება მიყენებული ზიანი ნაწილობრივ ან სრულად.

წინამდებარე წესების გარდა, სხვა შემთხვევაში Monte.ge-ზე მომხმარებლის მიერ შეძენილი ღონისძიების ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

კომპანია არ წარმოადგენს წინამდებარე ღონისძიების/მომსახურების გამწევ მხარეს, არამედ კომპანია მხოლოდ შუამავალია მომხმარებელსა და ვენდორს შორის. შესაბამისად, მომხმარებელი იაზრებს, რომ კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა ვენდორის მიერ ღონისძიების არ ჩატარების ან/და არაჯეროვნად ჩატარების შემთხვევაში. მომხმარებელს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ვენდორის მიმართ.

  1. Monte.ge-ზე შეძენილი ნივთების დაბრუნების წესი.

თუ მომხმარებლის მიერ Monte.ge-ზე შეძენილი ნივთი Monte.ge-ის (კომპანიის) საკუთრებაშია ან/და კანონიერ მფლობელობაში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების უფლებით შემდეგი პირობებით:

თუ შეძენილი ნივთის უბრალოდ დაბრუნების სურვილი აქვს მომხმარებელს (მაგ: თუ გადაიფიქრა ნივთის შეძენა ან სხვა.) ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის მიერ ნივთის წინამდებარე დანართით დადგენილი წესით მისთვის მიწოდებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა განცხადების წარდგენის გზით ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებში ან/და Monte.ge-ზე მითითებულ მეილზე და კომპანია უზრუნველყოფს კურიერის მის მისამართზე გაგზავნას და ნივთის უკან დაბრუნებას. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, რომ ნივთი კომპანიას გადასცეს ზუსტად იმ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც მიეწოდა კომპანიისგან. ნივთს არ უნდა ეტყობოდეს გამოყენების/დაზიანების კვალი ან რაიმე სხვა სახის ნაკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უარს განაცხადებს ნივთის დაბრუნებაზე.

ნივთის დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა მომხმარებელმა ხსენებულ განცხადებას თან დაურთოს შეკვეთის ნომერი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ნივთის დასაბრუნებლად საჭიროა ნივთს თან ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (საგარანტიო ფურცელი, ნივთის თანხმლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა).

თუ მომხმარებელს დაზიანებული/ნაკლიანი ნივთის დაბრუნება სურს, იგი ვალდებულია ნაკლის/დაზიანების შესახებ წარადგინოს განცხადება კომპანიასთან ნივთის მისთვის მიწოდებიდან  არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. თუ წინამდებარე ვადაში მომხმარებელი არ შეატყობინებს კომპანიას ნივთზე არსებული ნაკლის/დაზიანების შესახებ კომპანიას სრული უფლება აქვს უარი განაცხადოს ასეთი ნივთის დაბრუნებაზე.

ნივთის დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა მომხმარებელმა ხსენებულ განცხადებას თან დაურთოს შეკვეთის ნომერი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ნივთის დასაბრუნებლად საჭიროა ნივთს თან ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. (საგარანტიო ფურცელი, ნივთის თანხმლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა).

მომხმარებლის მიერ განცხადების კომპანიის ელ.ფოსტაზე წარდგენიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა კომპანია შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას ნივთის უკან დაბრუნების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ.

ნივთის დაბრუნების განცხადების წარდგენისას კომპანია უფლებამოსილია და მომხმარებელი ვალდებულია გადასცეს კომპანიას მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ფოტოსურათები/უშუალოდ ნივთი გამოსაკვლევად.

განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მომხმარებლისათვის თანხის ანაზღაურება მოხდება გადაწყვეტილების მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეში. ნივთის დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს კომპანია. თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა შესყიდვა მომხმარებლის მიერ. მომხმარებელს ჩაერიცხება ნივთის საფასური და მიწოდების სერვისში გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში თბილისში ნივთის დაბრუნება მოხდება 1-3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 3-10 სამუშაო დღეში.

ნივთის უკან დაბრუნების წესების შესაბამისად მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების შესახებ წარდგენილი განცხადების/მოთხოვნის განხილვის/შემოწმების დროს თუ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის ნივთის მიწოდების/ჩაბარების შემდეგ ნივთის მდგომარეობა ნებისმიერი ფორმით გაუარესდა მომხმარებლის ბრალით კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს ნივთის დაბრუნებაზე და უკან გაუგზავნოს ნივთი მომხმარებელს.  

თუ მომხმარებელი უარს იტყვის ნივთის მიღებაზე კომპანია აღნიშნულ ნივთს შეინახავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს უფლება ექნება მომართოს კომპანიას განცხადებით და შეძლოს ნივთის მიღება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ კომპანია უფლებამოსილია აღარ შეინახოს ნივთი.

წინამდებარე ნივთის დაბრუნების წესები ვრცელდება მხოლოდ Monte.ge-ის (კომპანია) საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთებზე.

კომპანია არ პირდება და არ აძლევს გარანტიას მომხმარებელს, რომ წინამდებარე ნივთის დაბრუნების წესები გავრცელდება Monte.ge-ზე სარეალიზაციოდ განთავსებულ იმ ნივთებზე, რომლებიც ვენდორის საკუთრებაშია ან/და კანონიერ მფლობელობაში და არ წარმოადგენს Monte.ge-ის (კომპანიის) საკუთრებას.

წინამდებარე წესები ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით შესაძლებელია გავრცელდეს Monte.ge-ზე სარეალიზაციოდ განთავსებულ ვენდორის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ვენდორი განაცხადებს თანხმობას, რომ დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ნივთი ამ წესების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ ვენდორი უარს განაცხადებს, რომ დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ნივთი, Monte.ge (კომპანია) იტოვებს უფლებამოსილებას, რომ საკუთარი ინიციატივით დამატებით მიიღოს გდაწყვეტილება შეძენილი ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით. წინამდებარე ინიციატივა არის Monte.ge-ის უფლება და არა ვალდებულება. თუ კომპანია გამოიყენებს ამ უფლებას შესაძლებელია მომხმარებელს ნაწილობრივ ან სრულად აუნაზღაურდეს ნივთის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანი.

წინამდებარე წესები და პირობები არცერთ შემთხვევაში არ გავრცელდება იმ ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც Monte.ge-ზე განთავსებულია ვენდორის მიერ მხოლოდ რეკლამის მიზნებისთვის და მათი შეძენა ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ ვენდორთან შეთანხმებით კომპანიისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს ასეთი ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

ადგილზე მიწოდება

მიწოდების მეთოდები

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა გადაზიდვის ვარიანტს თქვენი სათამაშოების დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად. აირჩიეთ სტანდარტული მიწოდება, დაჩქარებული მიწოდება ან ექსპრეს მიწოდება თქვენი უპირატესობისა და გადაუდებლობის მიხედვით.

რეგიონებში მიწოდება

ჩვენ გთავაზობთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მიწოდებასაც. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეული პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ თბილისში.

მიწოდების დრო

თქვენი შეკვეთის განთავსების შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ დავამუშავოთ შეკვეთა იმავე ან მომდევნო დღეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამუშავების დრო შეიძლება ოდნავ უფრო გრძელი იყოს პიკის სეზონებში ან სარეკლამო პერიოდებში. მიწოდების დრო დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ გადაზიდვის მეთოდსა და დანიშნულებაზე. სტანდარტული მიწოდება ჩვეულებრივ იღებს 1-3 სამუშაო დღეს, ხოლო დაჩქარებული და ექსპრეს მიწოდების ვარიანტები უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში.

მიწოდების ფასი

ტრანსპორტირების ხარჯები გამოითვლება თქვენი პაკეტის წონისა და დანიშნულების მიხედვით. გადაზიდვის საბოლოო ღირებულება გამოჩნდება შეძენის დასრულებამდე.

მისამართის სიზუსტე

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მიწოდების მისამართი ზუსტი და სრულია, რათა თავიდან აიცილოთ მიწოდების პრობლემები. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პაკეტების დაკარგვის ან არასწორი მიწოდების გამო არასწორი მისამართის დეტალების გამო.

პროდუქციის დაბრუნება

როდის შეიძლება უკან დაბრუნება

დაბრუნების უფლება რომ გქონდეთ, თქვენი სათამაშო უნდა იყოს გამოუყენებელი, თავდაპირველ შეფუთვაში და იმავე მდგომარეობაში, როგორც თქვენ მიიღეთ. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ დაბრუნებული ნივთები, რომლებიც გახსნილია, გამოიყენება ან დაზიანებულია მომხმარებლის მიერ.

დაბრუნების პროცესი

დაბრუნების დასაწყებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს თქვენი შეკვეთის დეტალებითა და დაბრუნების მიზეზით. ჩვენ მოგაწვდით ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნების მიწოდების ხარჯები ეკისრება მომხმარებელს.

თანხის დაბრუნება ან გაცვლა

თქვენი დაბრუნების მიღებისა და შემოწმების შემდეგ, ჩვენ შეგატყობინებთ თქვენი თანხის დაბრუნების დამტკიცების ან უარყოფის შესახებ. დამტკიცების შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ თანხის დაბრუნება თქვენს თავდაპირველ გადახდის მეთოდზე ან გაცვალოთ თანაბარი ღირებულების სხვა სათამაშოზე.

პროდუქცია რომელიც არ ბრუნდება

ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა პერსონალიზებული ან გაფორმებული ნივთები, არ არის დაბრუნებული, თუ ისინი არ ჩამოვა დაზიანებული ან დეფექტური. გთხოვთ, შეამოწმოთ პროდუქტის აღწერა ან დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს დამატებითი ინფორმაციისთვის.

დაზიანებული ან დეფექტური ნივთები

თუ თქვენ მიიღებთ დაზიანებულ ან დეფექტურ სათამაშოს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ სიამოვნებით შევცვლით საქონელს ან დაგიბრუნებთ თანხებს, დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.