წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

ვინაიდან, ინდივიდუალური მეწარმე ქეთევან ქავთარაძე (ს/ნ 01024077728) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19) (შემდგომში – „კომპანია“) საშუალებას აძლევს ნივთის მყიდველს (შემდგომში – „მომხმარებელი“) რომ ისარგებლოს კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდით (შემდგომში – „Monte.ge“) და მისი მომსახურებით, რომ მარტივად მოძებნოს და შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი,

ზემოთ ხსენებული მიზნებისათვის:

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას; Monte.ge-ით სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;

წინამდებარე წესებისა და პირობების დანართებს წარმოადგენს და მისი განუყოფელი ნაწილია „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“. შესაბამისად წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს ზემოთ ხსენებულ დანართებზე დათანხმებას;

მომხმარებელსა და კომპანიას შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებითა და მისი დანართებით თუ კომპანიასა და რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

კომპანია მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებსა და მის დანართებს.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) მომხმარებელი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო წესებსა და პირობებს და თანახმაა ისარგებლოს Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დადგენილი „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა, რომ ისარგებლოს ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების უფლებით კომპანიის მიერ დადგენილი „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“-ის შესაბამისად.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი, დაამატოს ან შეამციროს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს Monte.ge-ზე განთავსებული საჯარო განცხადებით.

ტერმინთა განმარტება

ტერმინებსა და განმარტებებს, რომლებიც გამოყენებულია წინამდებარე წესებსა და პირობებში და მის დანართებში, წინამდებარე წესების და პირობებისა და ასევე მისი დანართების მიზნებისათვის აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე კონკრეტული ტერმინის ან განმარტების შინაარსიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:

ა) კომპანიაინდივიდუალური მეწარმე ქეთევან ქავთარაძე (ს/ნ 01024077728) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19)

ბ) კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდი – Monte.ge

გ) მომხმარებელი – Monte.ge-ზე რეგისტრირებული ან/და Monte.ge-ზე ერთჯერადი ყიდვის შემთხვევაში ისეთი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ Monte.ge-ზე განცხადებით განთავსებული ნივთი შეიძინონ და ნივთის შეძენამდე დაეთანხმენ წინამდებარე წესებსა და პირობებს;

დ) მხარე/მხარეები – კომპანია ან/და მომხმარებელი;

ე) ხელშეკრულება – წინამდებარე წესები და პირობები, მისი დანართები („პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“), ასევე სხვა ნებისმიერი ინდივიდუალური ხელშეკრულება კომპანიასა და კონკრეტულ მომხმარებელს შორის;

ვ) ვენდორი – Monte.ge-ზე რეგისტრირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომელსაც აქვს სურვილი, რომ Monte.ge-ზე განცხადება განათავსოს მის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში ნივთის რეალიზაციის შესახებ, როგორც კომპანიის შუამავლობით ან/და მის გარეშე;

ზ) ნივთი – ვენდორის ან/და კომპანიის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება/ბილეთი ან სხვა ნამუშევარი/შესრულება, რომელიც Monte.ge-ზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციის მიზნით;

თ) პირადი ანგარიში – მომხმარებლის მიერ Monte.ge-ზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

ი) ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას;

კ) საკონტაქტო ინფორმაცია – მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ლ) ოპერაცია – მომხმარებლის მიერ მისი პირადი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (განცხადების მოძიება, ნივთის შეძენა, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება და სხვა);

მ) უნივერსალური იდენტიფიკატორები – მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);

ნ) მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის, მომხმარებლისა და ვენდორისა;

ო) ელექტრონული ხელმოწერა – Monte.ge-ის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა (რეგისტრაციის გავლისას ან/და ნივთის შეძენამდე სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით;

პ) Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობით შესაძენი ნივთი – Monte.ge-ზე ნივთი ვენდორის მიერ კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდაა განთავსებული თუ კონკრეტული ნივთის რეალიზაციის განცხადებას თან ახლავს ღილაკი „შეძენა“;

ჟ) Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობის გარეშე შესაძენი ნივთი – Monte.ge-ზე ნივთი ვენდორის მიერ მხოლოდ რეკლამირების მიზნებისთვისაა განთავსებული იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის რეალიზაციის განცხადებას თან არ ახლავს ღილაკი „შეძენა“ და მითითებულია მხოლოდ ვენდორთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომერი;

მუხლი 1.

წესები და პირობები, როგორც მხარეთა შორის დადებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება

1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას;

1.2. წინამდებარე ხელშეკრულბის დადებაზე მხარეთა ნება გამოვლენილია ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერის გზით;

1.2.1. არავის არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ნების გამოვლენის საკითხი და ივარაუდება, რომ ნების გამოვლენა ნამდვილია მანამ, სანამ ნების გამოვლენის ნამდვილობის ეჭვქვეშ დამყენებელი უფლებამოსილი პირი არ დაამტკიცებს სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით, რომ ნების გამოვლენა არ არის ნამდვილი.

1.3. წინამდებარე წესებისა და პირობების დანართებს წარმოადგენს და მისი განუყოფელი ნაწილია „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“;

1.4. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო წესებსა და პირობებს და თანახმაა ისარგებლოს Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;

1.5. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებითა და მისი დანართებით თუ კომპანიასა და რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

მუხლი 2.

განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

2.1. არის სრულწლოვანი, ანუ 18 წელს მიღწეული და სრული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება;

2.2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმების მომენტში არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის, ვენდორის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

2.3. გააჩნია სურვილი და სრული უფლება რომ ხელი მოაწეროს ელექტრონულად და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4. ყურადღებით გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და მისთვის სრულიად მისაღებია აღნიშნული წესები და პირობები;

2.5. მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია არის ზუსტი;

2.6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის, ვენდორის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

2.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.12. თანახმაა, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მუშავდება და დაცულია კომპანიის მიერ დადგენილი „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად კომპანიამ გადასცეს მის მიერ დაზარალებულ მხარეს/მესამე პირს ან/და საქართველოს (ან/და იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნის შემთხვევაში;

2.13. თანახმაა, რომ აანაზღაუროს ნებისმიერი დამდგარი ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება მის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის დარღვევის შედეგად კომპანიის, სხვა მომხმარებლის თუ მესამე პირის მიმართ;

2.14. გეცნო და ეთანხმება კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობებს და არ აქვს პრეტენზია აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით;

მუხლი 3.

Monte.ge-ით სარგებლობა, სარგებლობის შეზღუდვა და ანგარიშის გაუქმება

3.1. Monte.ge-ით სარგებლობისათვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს Monte.ge-ზე რეგისტრაცია და შექმნას პირადი ანგარიში ან/და ისარგებლოს Monte.ge-ზე ნივთის ერთჯერადი შეძენის წესით, რა შემთხვევაშიც ნივთის შეძენამდე სავალდებულოა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;

3.1.1. მომხმარებლის მიერ ნივთის შეძენისთვის არ არის სავალდებულო Monte.ge-ზე რეგისტრაცია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს რეგისტრაცია Monte.ge-ზე და დაეთანხმოს წესებსა და პირობებს ან/და ნივთის შეძენისას რეგისტრაციის გარეშე ყოველ ჯერზე დაეთანხმოს შეძენამდე წესებსა და პირობებს და შეიძინოს ნივთი;

3.2. Monte.ge-ზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის შექმნისათვის სავალდებულოა, რომ მომხმარებელმა რეგისტრაციისას სავალდებულო ველებში მიუთითოს უნივერსალური იდენტიფიკატორები (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);

3.3. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია, რომ ყურადღებით გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;

3.4. წინამდებარე წესებისა და პირობების დათანხმების შემდეგ, უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ მომხმარებელი ითვლება რეგისტრირებულად და შეუძლია განახორციელოს ავტორიზაცია და ისარგებლოს პირადი ანგარიშით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;

3.5. პირადი ანგარიშით სარგებლობა გულისხმობს განცხადებების მოძიებას, ნივთის შეძენას თუ სხვა ქმედებებს Monte.ge-ზე;

3.5.1. მომხმარებელს შეუძლია, რომ შეიძინოსMonte.ge-ზე კომპანიის შუამავლობით შესაძენი ნივთი, რა დროსაც მომხმარებელთან ნივთის მიწოდებას და შუამავლობას ახორციელებს კომპანია და მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხაც ირიცხება უპირველესად კომპანიის ანგარიშზე.

3.5.2. მომხმარებელს შეუძლია, რომ შეიძინოს Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობის გარეშე შესაძენი ნივთი, რა დროსაც მომხმარებელი უკავშირდება განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვენდორს და თავად ათანხმებენ თანხის გადახდისა თუ ნივთის შეძენის, მიწოდებისა თუ დაბრუნების პირობებს. ამ შემთხვევაში კომპანია არანაირ შუამავლობას არ ასრულებს მომხმარებელსა და ვენდორს შორის.

3.6. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი პირადი ანგარიშის დახურვა/ხელშეკრულების შეწყვეტა წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;

3.7. იმ შემთხვვევაში თუ მომხმარებელი, ვენდორის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს და ამის შესახებ დაზარალებული ვენდორი შეატყობინებს კომპანიას და წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს, კომპანია უფლებამოსილია გაუგებრობის საბოლოოდ დასრულებამდე შეაჩეროს კონკრეტული მომხმარებლის ოპერაციები, პირადი ანგარიში;

3.8. წინამდებარე წესებისა და პირობების 3.7. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის ვალდებულების დამრღვევი მომხმარებლის მიმართ ვალდებულების დარღვევის ფაქტის რეალურად, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცების შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ვალდებულების დამრღვევი მომხმარებლის ანგარიში ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ხოლო მის სასარგებლოდ არსებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა არსებობის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა გადასცეს დაზარალებულ ვენდორს მის მიმართ მომხმარებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაუბრუნოს დამრღვევ მომხმარებელს;

მუხლი 4.

ნივთის შეძენისა და დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს უფლება აქვს შეიძინოს, მიიღოს და ასევე მოახდინოს შეძენილი ნივთის დაბრუნება წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N2-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N2 – „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“);

მუხლი 5.

მხარეთა პასუხისმგებლობა და კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

5.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მომხმარებელს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულად მის მიერ ნაკისრი წინამდებარე წესებისა და პირობებით დადგენილი ნებისმიერი ვალდებულების/წესის/პირობის დარღვევის შემთხვევაში;

5.2. წინამდებარე წესებისა და პირობების 5.1. პუნქტით დადგენილი მომხმარებელის პასუხისმგებლობის მიზნებისათვის მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი სრულად კომპანიის ვენდორის/მესაპე პირის წინაშე;

5.3. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მომხმარებელი ადასტურებს, რომ თავისუფალია არჩევანში ისარგებლოს თუ არა Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და შევიდეს ვენდორთან სამართლებრივ ურთიერთობაში თუ არა და შესაბამისად, მომხმარებელი ამას აკეთებს თავისი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით;

5.4. კომპანია უზრუნველვყოფს, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლება Monte.ge-ზე ვენდორის მიერ განცხადების საშუალებით განთავსებულ შესრულებასთან/ნამუშევართან ან რაიმე ნივთთან/პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებთან, დამაკმაყოფილებელ ხარისხთან ან/და მიზნებთან შესაბამისობასთან). კერძოდ, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ Monte.ge ან/და მისით სარგებლობა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები;

5.5. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანია არ არის მასსა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე და შესაბამისად მომხმარებლსა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, რომელიმე ვენდორის საკუთრებაში, კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთთან ან რაიმე ნამუშევართან დაკავშირებული ზიანთან ან ნაკლთან დაკავშირებით კომპანია არ არის პასუხისმგებელი;

5.6. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლსა და ვენდორს შორის, თავიანთ ნივთთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი/ვენდორი, ვინც არღვევს ვალდებულებას;

5.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან/და ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, მომხმარებლის ან/და ვენდორის ან/და ნებისმიერ მესამე პირის მიერ Monte.ge-ის გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის;

5.8. ამ მუხლით დადგენილი კომპანიის პასუხისმგებლობა არ შეიზღუდება მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთებთან დაკავშირებით. კომპანია სრულად პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთებთან დაკავშირებით;

მუხლი 6.

პერსონალური მონაცემების დამუშავება, შენახვა და კონფიდენციალურობა

წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს კომპანია ამუშავებს, ინახავს და იცავს კონფიდენციალურობას“ მის მიერ დადგენილი წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N1-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N1- „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“);

მუხლი 7.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი

7.1. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მომხმარებლის მიერ Monte.ge-ზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დღიდან მომხმარებლის პირადი ანგარიშის გაუქმებამდე ან/და მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გარეშე ერთჯერადი შესყიდვის შემთხვევაში ნივთის ყიდვის მომენტიდან მხარეთა ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

7.2. რეგისტრირებულ მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს სრული უფლებამოსილება შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება;

7.3. წინამდებარე ხელშეკრულების 7.2. პუნქტით განსაზღვრული უფლების სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია წერილობით წარადგინოს მოთხოვნა კომპანიის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მხარეთა კომუნიკაციის წესის მიხედვით, ხოლო თავის მხრივ კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მხრიდან ასეთი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 07 (შვიდი) კალენდარული დღისა;

მუხლი 8.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი

8.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რომელიმე საკითხი არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესებითა და პირობებით ან/და მისი დანართებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

8.2. მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით;

8.3. თუკი ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის შეუძლებელია, საქმეს განიხილავს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

მუხლი 9.

მხარეთა კომუნიკაცია

9.1. მხარეთა კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია შედგეს, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით;

9.2. კომუნიკაციისაგან განსხვავებით მხარეთა შორის ნებისმიერი პრეტენზიის, საჩივრის დაფიქსირება ან/და ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით კომპანიის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებულ ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და იურიდიულ მისამართზე განცხადების გაგზავნის გზით;

9.3. კომპანიასთან საკომუნიკაციო საშუალებებია:

9.3.1. ელ.ფოსტა: [email protected]

9.3.2. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19;

9.3.3. ტელეფონის ნომერი: 591 549 722

მუხლი 10.

გარდამავალი დებულებები

10.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის ნებისმიერი კომუნიკაცია შედგება წინამდებარე წესებისა და პირობების მე-9 მუხლით დადგენილი წესით;

10.2. მხარეები ადასტურებენ, რომ წესებისა და პირობების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა წესებისა და პირობების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან;

10.3. წესებისა და პირობების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა წესებისა და პირობების (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი;

10.4. წესებისა და პირობების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს წესებისა და პირობების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება;

10.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;

10.6. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი, დაამატოს ან შეამციროს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს Monte.ge-ზე განთავსებული საჯარო განცხადებით;