წესები და პირობები
ზოგადი დებულებები
ვინაიდან, ინდივიდუალური მეწარმე ქეთევან ქავთარაძე (ს/ნ 01024077728) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19) (შემდგომში – „კომპანია“) საშუალებას აძლევს ნივთის გამყიდველს (შემდგომში – „ვენდორი“) რომ ისარგებლოს კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდით (შემდგომში – „Monte.ge“) და მისი მომსახურებით, რომ განათავსოს განცხადება მის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის რეალიზაციის თაობაზე, როგორც კომპანიის შუამავლობით ან/და მის გარეშე,
ზემოთ ხსენებული მიზნებისათვის:
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და ვენდორს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას; Monte.ge-ით სარგებლობისათვის ვენდორი ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;
წინამდებარე წესებისა და პირობების დანართებს წარმოადგენს და მისი განუყოფელი ნაწილია „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“. შესაბამისად წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილზე დათანხმებას;
ვენდორსა და კომპანიას შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებითა და მისი დანართებით თუ კომპანიასა და რომელიმე კონკრეტულ ვენდორს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
კომპანია მოგიწოდებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებსა და მის დანართებს.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) ვენდორი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო წესებსა და პირობებს და თანახმაა ისარგებლოს Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) ვენდორი ადასტურებს, რომ თანახმაა, რომ კომპანიამ დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დადგენილი „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით (რეგისტრაციის გავლისას სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა) ვენდორი ადასტურებს, რომ თანახმაა, რომ ისარგებლოს ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების უფლებით კომპანიის მიერ დადგენილი „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“-ის შესაბამისად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით ვენდორი ადასტურებს, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი, დაამატოს ან შეამციროს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს ვენდორს Monte.ge-ზე განთავსებული საჯარო განცხადებით.
ტერმინთა განმარტება
ტერმინებსა და განმარტებებს, რომლებიც გამოყენებულია წინამდებარე წესებსა და პირობებში და მის დანართებში, წინამდებარე წესების და პირობებისა და ასევე მისი დანართების მიზნებისათვის აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე კონკრეტული ტერმინის ან განმარტების შინაარსიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:
ა) კომპანია – ინდივიდუალური მეწარმე ქეთევან ქავთარაძე (ს/ნ 01024077728) (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19) (შემდგომში – „კომპანია“);
ბ) კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდი – Monte.ge
გ) მომხმარებელი – Monte.ge-ზე რეგისტრირებული ან/და Monte.ge-ზე ერთჯერადი ყიდვის შემთხვევაში ისეთი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ Monte.ge-ზე განცხადებით განთავსებული ნივთი შეიძინონ და ნივთის შეძენამდე დაეთანხმენ წინამდებარე წესებსა და პირობებს;
დ) მხარე/მხარეები – კომპანია ან/და ვენდორი;
ე) ხელშეკრულება – წინამდებარე წესები და პირობები, მისი დანართები („პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“), ასევე სხვა ნებისმიერი ინდივიდუალური ხელშეკრულება კომპანიასა და კონკრეტულ ვენდორს შორის;
ვ) ვენდორი – Monte.ge-ზე რეგისტრირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ Monte.ge-ზე განცხადება განათავსონ მათ საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში ნივთის რეალიზაციის შესახებ, როგორც კომპანიის შუამავლობით ან/და მის გარეშე;
ზ) ნივთი – ვენდორის ან/და კომპანიის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება/ბილეთი ან სხვა ნამუშევარი/შესრულება, რომელიც Monte.ge-ზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციის მიზნით;
თ) პირადი ანგარიში – ვენდორის მიერ Monte.ge-ზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
ი) ავტორიზაცია – ვენდორის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას;
კ) საკონტაქტო ინფორმაცია – ვენდორის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ლ) ოპერაცია – ვენდორის მიერ მისი პირადი ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება (განცხადების განთავსება ნივთის რეალიზაციასთან დაკავშირებით, შეტყობინების/პრეტენზიის დაფიქსირება და სხვა);
მ) უნივერსალური იდენტიფიკატორები – ვენდორის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);
ნ) მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის, მომხმარებლისა და ვენდორისა;
ო) ელექტრონული ხელმოწერა – Monte.ge-ის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა (რეგისტრაციის გავლისას სავალდებულო პირობის – „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“ მონიშვნა), ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით;
პ) Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობით შესაძენი ნივთი – Monte.ge-ზე ნივთი ვენდორის მიერ კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდაა განთავსებული თუ კონკრეტული ნივთის რეალიზაციის განცხადებას თან ახლავს ღილაკი „შეძენა“;
ჟ) Monte.ge-ზე კომპანიის შუამავლობის გარეშე შესაძენი ნივთი – Monte.ge-ზე ნივთი ვენდორის მიერ მხოლოდ რეკლამირების მიზნებისთვისაა განთავსებული იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის რეალიზაციის განცხადებას თან არ ახლავს ღილაკი „შეძენა“ და მითითებულია მხოლოდ ვენდორთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომერი;
მუხლი 1.
წესები და პირობები, როგორც მხარეთა შორის დადებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება
1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს კომპანიასა და ვენდორს შორის გაფორმებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას;
1.2. წინამდებარე ხელშეკრულბის დადებაზე მხარეთა ნება გამოვლენილია ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერის გზით;
1.2.1. არავის არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ნების გამოვლენის საკითხი და ივარაუდება, რომ ნების გამოვლენა ნამდვილია მანამ, სანამ ნების გამოვლენის ნამდვილობის ეჭვქვეშ დამყენებელი უფლებამოსილი პირი არ დაამტკიცებს სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით, რომ ნების გამოვლენა არ არის ნამდვილი.
1.3. წინამდებარე წესებისა და პირობების დანართებს წარმოადგენს და მისი განუყოფელი ნაწილია „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ და „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“;
1.4. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით ვენდორი ადასტურებს, რომ ყურადღებით გაეცნო წესებსა და პირობებს და თანახმაა ისარგებლოს Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;
1.5. მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებით და პირობებითა და მისი დანართებით თუ კომპანიასა და რომელიმე კონკრეტულ ვენდორს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
მუხლი 2.
განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით ვენდორი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
2.1. არის სრულწლოვანი, ანუ 18 წელს მიღწეული და სრული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება;
2.2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმების მომენტში არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის, ვენდორის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.3. გააჩნია სურვილი და სრული უფლება რომ ხელი მოაწეროს ელექტრონულად და შეასრულოს ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.4. ყურადღებით გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და მისთვის სრულიად მისაღებია აღნიშნული წესები და პირობები;
2.5. მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია არის ზუსტი;
2.6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.7. პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის, ვენდორის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
2.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.12. თანახმაა, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მუშავდება და დაცულია კომპანიის მიერ დადგენილი „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“-ის შესაბამისად კომპანიამ გადასცეს მის მიერ დაზარალებულ მხარეს ან/და საქართველოს (ან/და იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეც არის ვენდორი) სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნის შემთხვევაში;
2.13. თანახმაა, რომ აანაზღაუროს ნებისმიერი დამდგარი ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება მის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის დარღვევის შედეგად კომპანიის, სხვა მომხმარებლის თუ მესამე პირის მიმართ;
2.14. გეცნო და ეთანხმება კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობებს და არ აქვს პრეტენზია აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით;
მუხლი 3.
Monte.ge-ით სარგებლობა, სარგებლობის შეზღუდვა და ანგარიშის გაუქმება
3.1. Monte.ge-ით სარგებლობისათვის სავალდებულოა, რომ ვენდორმა გაიაროს Monte.ge-ზე რეგისტრაცია და შექმნას პირადი ანგარიში;
3.2. Monte.ge-ზე რეგისტრაციისა და პირადი ანგარიშის შექმნისათვის სავალდებულოა, რომ ვენდორმა რეგისტრაციისას სავალდებულო ველებში მიუთითოს უნივერსალური იდენტიფიკატორები (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი);
3.3. რეგისტრაციისას ვენდორის მიერ უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ ვენდორი ვალდებულია, რომ ყურადღებით გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს;
3.4. წინამდებარე წესებისა და პირობების დათანხმების შემდეგ, უნივერსალური იდენტიფიკატორების მითითების შემდეგ, ვენდორი ითვლება რეგისტრირებულად და შეუძლია განახორციელოს ავტორიზაცია და ისარგებლოს პირადი ანგარიშით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;
3.5. პირადი ანგარიშით სარგებლობა გულისხმობს განცხადებების განთავსებას, ნივთის რეალიზაციას თუ სხვა ქმედებებს Monte.ge-ზე;
3.5.1. Monte.ge-ზე ვენდორს აქვს უფლება განათავსოს ნივთი, როგორც კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდ, ასევე მხოლოდ რეკლამის მიზნებისათვის;
3.5.1.1. Monte.ge-ზე ნივთი ვენდორის მიერ კომპანიის შუამავლობით სარეალიზაციოდაა განთავსებული თუ კონკრეტული ნივთის რეალიზაციის განცხადებას თან ახლავს ღილაკი „შეძენა“;
3.5.1.2. Monte.ge-ზე ნივთი ვენდორის მიერ მხოლოდ რეკლამირების მიზნებისთვისაა განთავსებული იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის რეალიზაციის განცხადებას თან არ ახლავს ღილაკი „შეძენა“ და მითითებულია მხოლოდ ვენდორთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომერი;
3.5.2. ნივთების/პროდუქტის/ბილეთების განთავსების შემდეგ კომპანია გადაწყვეტს დაადასტუროს თუ არა განცხადებას და მხოლოდ კომპანიის მიერ დადასტურების შემდეგ ითვლება განცხადება დადებულად.
3.5.3. ნივთის Monte.ge-ზე განთავსებისთვის აუცილებელია ვენდორს ჰქონდეს მზა პროდუქციის მარაგი და Monte.ge-ზე მითითებული პროგრამული ნაშთი (პროდუქტის მარაგი) იდენტური იყოს რეალური ნაშთის (პროდუქტის რეალური მარაგის ოდენობის) და ასევე ვენდორი ვალდებულია აკონტროლოს რეალური და პროგრამული ნაშთის შესაბამისობა.
3.5.4. ღონისძიების ბილეთების გაყიდვის შემთხვევაში, აუცილებელია ღონისძიებაზე დასასწრები ადგილების რეალური რაოდენობა იდენტური იყოს Monte.ge-ზე მითითებული რაოდენობის. ვენდორი ვალდებულია აკონტროლოს რეალური და პროგრამული რაოდნეობები ღონისძიების ბილეთების შემთხვევაშიც.
3.5.5. იმისათვის, რომ ვენდორმა Monte.ge-ზე განათავსოს ნივთი სარეალიზაციოდ, მარაგების დაზღვევის მიზნით, აუცილებელია Monte.ge-ზე მითითებული ნივთის მარაგის იდენტური რაოდენობის ნივთი (მინ. 2 ერთეული) განათავსოს კომპანიის საწყობში და აღნიშნული დამატებით დარეგულირდება კომპანიასა და ვენდორს შორის არსებული წერილობითი შეთანხმებით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს;
3.5.6. კომპანია უფლებას იტოვებს, იმ შემთხვევაში თუ ვენდორმა ვერ უზრუნველყო გაყიდული ნივთის კურიერისთვის გადაცემა/მომხმარებლისთვის მიწოდება, აღნიშნული მარაგიდან გაუგზავნოს მომხმარებელს პროდუქტი.
3.4.6. Monte.ge-ზე ვენდორის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტის მიწოდების სერვისს ახორციელებს კომპანიასთან თანამშრომლობაში მყოფი საკურიერო კომპანია. გაყიდული პროდუქტის აღება ხდება ვენდორის მიერ მოწოდებული მისამართიდან/საწყობიდან. ნივთი კურიერისთვის გადასაცემად მზად უნდა იყოს მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) სამუშაო საათში. ნივთი კურიერს უნდა გადაეცეს სამუშაო საათებში ნებისმიერ დროს, როცა კურიერი მივა მისამართზე.
3.6. ვენდორი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი პირადი ანგარიშის დახურვა/ხელშეკრულების შეწყვეტა წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;
3.7. იმ შემთხვვევაში თუ ვენდორი, მომხმარებლის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს და ამის შესახებ დაზარალებული მომხმარებელი შეატყობინებს კომპანიას და წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს, კომპანია უფლებამოსილია გაუგებრობის საბოლოოდ დასრულებამდე შეაჩეროს კონკრეტული ვენდორის ოპერაციები, პირადი ანგარიში;
3.8. წინამდებარე წესებისა და პირობების 3.7. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის ვალდებულების დამრღვევი ვენდორის მიმართ ვალდებულების დარღვევის ფაქტის რეალურად, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცების შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ვალდებულების დამრღვევი ვენდორის ანგარიში ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ხოლო მის სასარგებლოდ არსებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა არსებობის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა გადასცეს დაზარალებულ მომხმარებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაუბრუნოს დამრღვევ ვენდორს;
მუხლი 4.
ვენდორის ვალდებულებები და კომპანიის უფლებები ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკის წესებთან დაკავშირებით
4.1. მომხმარებელს უფლება აქვს შეიძინოს, მიიღოს და ასევე მოახდინოს შეძენილი ნივთის დაბრუნება წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N2-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად; (დანართი N2 – „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“)
4.2. ვენდორი თანახმაა, რომ დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ნივთი წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N2-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად; (დანართი N2 – „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“)
4.3. თუ ვენდორი თანახმა იქნება, რომ დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ნივთი წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N2-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N2 – „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“). ამ შემთხვევაში კომპანია ახორციელებს დაბრუნებასთან დაკავშირებით შუამავლობას მომხმარებელსა და ვენდორს შორის წინამდებარე წესებისა და პირობების დანართი N2-ით დადგენილი წესების შესაბამისად;
4.4. თუ ვენდორი უარს განაცხადებს, რომ დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი ნივთი წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N2-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N2 – „ნივთის შეძენის, მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა“) კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას, რომ თავისი ინიციატივით შეაფასოს შეძენილი ნივთის დაბრუნების საკითხი.
4.4.1. თუ კომპანია მიიღებს მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში კომპანია აუნაზღაურებს მომხმარებელს ვენდორის მიერ მისთვის შეძენილი ნივთის უსაფუძვლო დაუბრუნებლობით მიყენებულ ზიანს ნაწილობრივ ან სრულად;
4.4.1.1. აღნიშნული ზიანის ანაზღაურება მოხდება ვენდორის თანხიდან, რომელიც ინახება კომპანიის ბალანსზე და უნდა გადაერიცხოს ვენდორს წინამდებარე წესებისა და პირობების მე-5 მუხლით დადგენილი წესით;
4.5. თუ კომპანია მიიღებს დამატებით გადაწყვეტილებას, რომ მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთი უნდა დაბრუნდეს ვენდორის უარის მიუხედავად კომპანია ანუნაზღაურებს მომხმარებელს თანხას ნაწილობრივ ან სრულად, ხოლო ნივთი დაუბრუნდება ვენდორს.
4.5.1. დაბრუნებული ნივთის ვენდორთან მიწოდებას ახორციელებს კომპანია დანართი – N2-ით დადგენილი წესით, ხოლო თუ ვენდორი უარს იტყვის ნივთის მიღებაზე კომპანნია ვალდებულია, რომ დაბრუნებული ნივთი შეინახოს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში ვენდორის მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გონივრულ ვადაში გადასცეს ვენდორს. თუ ვენდორი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გამოთქვამს დაბრუნებული ნივთის უკან დაბრუნებაზე სურვილს, კომპანიას ამ ვადის გასვლის შემდეგ აღარ აქვს დაბრუნებული ნივთის შენახვის ვალდებულება.
4.6. წინამდებარე ხელშეკრულების 4.4. პუნქტით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება კომპანიას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვენდორი მომხმარებელს ნივთის დაბრუნებაზე უარს ეტყვის წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის – დანართი N2-ით დადგენილი წესის დაუცველად, და ნივთის დაბრუნების მოთხოვნა აკმაყოფილებს ამავე დანართით დადგენილ წესებს. სხვა შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნება, რომ აუნაზღაუროს ვენდორს წინამდებარე 4.4. პუნქტით გამოყენებული უფლებით მიყენებული ზიანი.
4.7. წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის – დანართი N2-ით დადგენილი ღონისძიების ბილეთების დაბრუნების წესები დადგენილია სრულყოფილად ხსენებული დანართით და ვენდორი ვალდებულია, რომ იხელმძღვანელოს დადგენილი წესების მიხედვით.
მუხლი 5.
ვენდორისთვის მის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის Monte.ge-ზე განხორციელებული ტრანზაქცის საშუალებით რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ანაზღაურების წესი
5.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვენდორს მის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის Monte.ge-ზე განხორციელებული ტრანზაქცის საშუალებით რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აუნაზღაურდება შემდეგი წესით:
5.1.1. მომხმარებლის მიერ ღილაკზე „შეძენა“ დაჭერისა და შემდეგ თანხის გადახდის შემგდომ თანხა ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
5.1.2. კომპანია ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან იტოვებს გარკვეული რაოდენობის თანხას, რომელიც წარმოადგენს ვენდორისთვის კომპანიის საიტის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხას.
5.1.2.1. აღნიშნული თანხა დადგენილი იქნება კონკრეტული % (პროცენტის) ოდენობით, რაზეც კომპანია და ვენდორი თანხმდებიან ინდივიდუალური წერილობითი შეთანხმებით, რომელიც ხდება წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილი.
5.1.3. ვენდორისთვის გადასარიცხი თანხა უნდა გადაირიცხოს კომპანიის მიერ ვენდორის მიერ მოწოდებულ ანგარიშზე ყოველი თვის 15-20 რიცხვების შუალედში.
5.2. კომპანიას აქვს უფლება არ გადაურიცხოს ვენდორს კუთვნილი თანხა, თუ თანხის გადარიცხვის მომენტისათვის არსებობს/მიმდინარეობს რაიმე განცხადების განხილვა ვენდორის კუთვნილ ნივთთან დაკავშირებით ან/და წარმოიშვა რაიმე პრობლემა ვენდორსა და ნებისმიერ მომხმარებელს შორის რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით;
მუხლი 6.
მხარეთა პასუხისმგებლობა და კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვენდორს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულად მის მიერ ნაკისრი წინამდებარე წესებისა და პირობებით დადგენილი ნებისმიერი ვალდებულების/წესის/პირობის დარღვევის შემთხვევაში;
6.2. წინამდებარე წესებისა და პირობების 6.1. პუნქტით დადგენილი ვენდორის პასუხისმგებლობის მიზნებისათვის ვენდორი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი სრულად კომპანიის მომხმარებლის/მესაპე პირის წინაშე;
6.3. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვენდორი ადასტურებს, რომ თავისუფალია არჩევანში ისარგებლოს თუ არა Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და შევიდეს მომხმარებელთან სამართლებრივ ურთიერთობაში თუ არა და შესაბამისად, ვენდორი ამას აკეთებს თავისი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით;
6.4. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ვენდორმა ისარგებლოს Monte.ge-ით წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლება Monte.ge-ზე ვენდორის მიერ განცხადების საშუალებით განთავსებულ შესრულებასთან/ნამუშევართან ან რაიმე ნივთთან/პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებთან, დამაკმაყოფილებელ ხარისხთან ან/და მიზნებთან შესაბამისობასთან). კერძოდ, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ Monte.ge ან/და მისით სარგებლობა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები;
6.5. ვენდორი აცნობიერებს, რომ კომპანია არ არის მასსა და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე და შესაბამისად მომხმარებლსა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, რომელიმე ვენდორის საკუთრებაში, კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთთან ან რაიმე ნამუშევართან დაკავშირებული ზიანთან ან ნაკლთან დაკავშირებით კომპანია არ არის პასუხისმგებელი;
6.6. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლსა და ვენდორს შორის, თავიანთ ნივთთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი/ვენდორი, ვინც არღვევს ვალდებულებას;
6.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის, ვენდორისა ან/და ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, მომხმარებლის ან/და ვენდორის ან/და ნებისმიერ მესამე პირის მიერ Monte.ge-ის გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის;
6.8. ამ მუხლით დადგენილი კომპანიის პასუხისმგებლობა არ შეიზღუდება მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთებთან დაკავშირებით. კომპანია სრულად პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ნივთებთან დაკავშირებით;
მუხლი 7.
პერსონალური მონაცემების დამუშავება, შენახვა და კონფიდენციალურობა
წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვენდორის პერსონალურ მონაცემებს კომპანია ამუშავებს, ინახავს და იცავს კონფიდენციალურობას“ მის მიერ დადგენილი წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილის, დანართი N1-ით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად (დანართი N1- „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, შენახვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“);
მუხლი 8.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს ვენდორის მიერ Monte.ge-ზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დღიდან ვენდორის პირადი ანგარიშის გაუქმებამდე;
8.2. ვენდორს ნებისმიერ დროს აქვს სრული უფლებამოსილება შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება;
8.3. წინამდებარე ხელშეკრულების 8.2. პუნქტით განსაზღვრული უფლების სარგებლობისათვის ვენდორი ვალდებულია წერილობით წარადგინოს მოთხოვნა კომპანიის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მხარეთა კომუნიკაციის წესის მიხედვით, ხოლო თავის მხრივ კომპანია ვალდებულია ვენდორის მხრიდან ასეთი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში გააუქმოს ვენდორის ანგარიში მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 07 (შვიდი) კალენდარული დღისა და მოახდინოს მის სასარგებლოდ არსებული თანხის გადარიცხვა მის კუთვნილ ანგარიშზე ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან მომდევნო თვის 15-20 რიცხვების შუალედში;
მუხლი 9.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
9.1. წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირებადი კომპანიასა და ვენდორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობას, თუ რომელიმე საკითხი არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესებითა და პირობებით ან/და მისი დანართებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
9.2. მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით;
9.3. თუკი ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის შეუძლებელია, საქმეს განიხილავს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
მუხლი 10.
მხარეთა კომუნიკაცია
10.1. მხარეთა კომუნიკაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია შედგეს, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით;
10.2. მხოლოდ კომუნიკაციისაგან განსხვავებით მხარეთა შორის ნებისმიერი პრეტენზიის, საჩივრის დაფიქსირება ან/და ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით კომპანიის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებში ან/და Monte.ge-ზე მითითებულ ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და იურიდიულ მისამართზე განცხადების გაგზავნის გზით;
10.3. კომპანიასთან საკომუნიკაციო საშუალებებია:
10.3.1. ელ.ფოსტა: [email protected]
10.3.2. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ბახტრიონის ქუჩა N30, კორპუსი N2, ბინა N19;
10.3.3. ტელეფონის ნომერი: 591 549 722
მუხლი 11.
გარდამავალი დებულებები
11.1. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის ნებისმიერი კომუნიკაცია შედგება წინამდებარე წესებისა და პირობების მე-10 მუხლით დადგენილი წესით;
11.2. მხარეები ადასტურებენ, რომ წესებისა და პირობების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა წესებისა და პირობების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან;
11.3. წესებისა და პირობების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა წესებისა და პირობების (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი;
11.4. წესებისა და პირობების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს წესებისა და პირობების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება;
11.5. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;
11.6. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით ვენდორი ადასტურებს, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი, დაამატოს ან შეამციროს წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე მუხლი ან/და პუნქტი და განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს ვენდორს Monte.ge-ზე განთავსებული საჯარო განცხადებით;