საცოცი კუბი
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 6 თვიდან
საცოცი-კუბი არის მრავალგანზომილებიანი სათამაშო, რომელიც ავარჯიშებს მსხვილ მოტორულ უნარებს. ხელს უწყობს პატარების თავისუფლად აცოცებასა და გადაადგილებას, აუმჯობესებს ბავშვების ფიზიკურ შესაძლებლობებს.
კუბის გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კიბესთან ერთად. კუბი და კიბე თავსებადია გოგორას, საცოც სამკუთხედთან და საცოც კოშკთან.
ჩვეულებრივ მზადდება 5+ დღეში
480,00 ₾
5 საწყობშია
|
|
6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი, 5+ წელი |
|---|---|
|
|
გოგორა |

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.
|
|
6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი, 5+ წელი |
|---|---|
|
|
გოგორა |

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.