სასწავლო კოშკი
შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე
სასწავლო კოშკი ეხმარება აქტიურ პატარებს მიწვდნენ მათთვის ყველაზე საინტერესო და თითქოს მიუწვდომელ სივრცეებს, როგორიცაა: სამზარეულოს ზედაპირი, სამზარეულოს ან აბაზანის ნიჟარები, სასადილო მაგიდა და ა.შ. მისი მთავარი დანიშნულება უკავშირდება ბავშვის დამოუკიდებლობასთან და თავდაჯერებულობასთან ასოცირებული უნარების, მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარებას, მათ შორის, გუნდური მუშაობის უნარის აღმოჩენასა და დახვეწას. სასწავლო კოშკს გააჩნია ერთი საფეხური და პლატფორმის სამი რეგულირებადი დონე. ამასთან, ჩვენი ამერიკული სტანდარტის შესაბამისი დამცავები, ჯებირი მკერდისა და ზურგის მხარეს მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სასწავლო კოშკი იდეალური პროდუქტია მშობლებისთვის, ვისაც სურს პატარა ჩართოს ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ჭურჭლის რეცხვა და სხვ. ეს უნიკალური დიზაინის პროდუქტი ეფუძნება მონტესორის მეთოდოლოგიას და დიდი შვებაა როგორც მშობლების, ისე – ბავშვებისთვის.
შეკვეთის შემდეგ კომენტარის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი მოდელი: 1. სამკუთხედებიანი 2. მრგვალებიანი 3. ოთხკუთხედებიანი
პროდუქტის მიწოდების დროა 5-7 სამუშაო დღე.
360,00 ₾
9 საწყობშია

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.