საქანელა თაღი მაგიდის ზედაპირით
შეკვეთის მიწოდების თარიღი 5-7 სამუშაო დღე
საქანელა თაღი შექმნილია ბავშვის ფიზიკური განვითარების, დამოუკიდებლობისა და წარმოსახვითი თამაშის ხელშეწყობისთვის. პროდუქტი პირველად უნგრელმა პედიატრმა ემი პიკლერმა შექმნა, 1930-იან წლებში. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, გადაადგილდნენ და გამოიკვლიონ გარემო მათთვის ხელსაყრელი ტემპით. ამ ტიპის კვლევა გადამწყვეტია ბავშვის ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის. თაღი თავისი უნიკალურობიდან და მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე გამოიყენება 0-დან დაახლოებით 5-6 წლამდე.
საფეხურებზე შესაძლებელია, დაიკიდოს სხვადასხვა სათამაშო, რომლებიც თაღის ქვეშ დაწოლილი ახალშობილის ყურადღებას მიიქცევს, ეს მას დაეხმარება ფერისა და ფორმის დიფერენცირებაში, თვალებისა და ხელების კოორდინირებაში.
ბავშვის ზრდასთან ერთად თაღი მეტ დატვირთვას იძენს. ის ხდება საყრდენი პატარას დგომისა და სიარულის სტიმულირებისთვის. მასზე აცოცება გაუძლიერებს კუნთებს, წონასწორობასა და სივრცის აღქმის უნარს.
თაღის გადმობრუნების მოთავსების შემთხვევაში, ბავშვებს შეეძლებათ გამოიყენონ ის, როგორც საქანელა.
თაღი ავითარებს ბავშვის ფანტაზიას და მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. მაგალითად, თაღი შესაძლოა, იქცეს ხიდად, გვირაბად, ციხე-სიმაგრედ, ფეხბურთის კარად და ა.შ. მაგიდის ზედაპირი საშუალებას იძლევა, თაღი გადაკეთდეს სამუშაო, სახატავ, სამეცადინო სივრცედაც კი. მაგიდის პოზიცია იდეალურ კომბინაციაშია გოგორას მრგვალ სკამთან.
იდეალურად დამუშავებული მყარი თაღი შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან, რაც ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
ზომები: (L x W x H): 60/97/50სმ
420,00 ₾

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.