საქანაო თაღი
შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე
პიკლერის თაღი შექმნილია ბავშვის ფიზიკური განვითარების, დამოუკიდებლობისა და წარმოსახვითი თამაშის ხელშეწყობისთვის. იგი პირველად 1930-იან წლებში უნგრელმა პედიატრმა ემი პიკლერმა შექმნა. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ თავისუფლება გადაადგილდნენ და გამოიკვლიონ გარემო საკუთარი ტემპით. ამ ტიპის კვლევა გადამწყვეტია ბავშვის ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის.
თაღი თავისი უნიკალურობიდან და მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე გამოიყენება 0-დან დაახლოებით 5-6 წლამდე.
საფეხურებზე შესაძლებელია დაიკიდოს სხვადასხვა სათამაშო, რომლებიც თაღის ქვეშ დაწოლილი ახალშობილის ყურადღებას მიიქცევს, ეს მას დაეხმარება ფერისა და ფორმის დიფერენცირებაში, თვალებისა და ხელების კოორდინირებაში. ბავშვის ზრდასთან ერთად თაღის გამოყენება მეტ დატვირთვას იძენს. ის ხდება საყრდენი პატარას დგომისა და სიარულის სტიმულირებისთვის. მასზე აცოცება გაუძლიერებს კუნთებს, წონასწორობასა და სივრცის აღქმის უნარს. ხოლო მისი ამოყირავების შემთხვევაში, ბავშვებს შეეძლებათ გამოიყენონ ის, როგორც საქანელა.
პიკლერის თაღი ავითარებს ბავშვის ფანტაზიას და მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. მაგალითად, თაღი შესაძლოა გადააქციონ ხიდად, გვირაბად, ციხე-სიმაგრედ, ფეხბურთის კარებად და ა.შ. ნატიფ და უხეშ მოტორულ უნარ-ჩვევებთან ერთად თაღი ეხმარება სოციალური უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებას, როდესაც მისი გამოყენებით ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ.
ჩვენი თაღი შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურ დამუშავებასა და მყარ კონსტრუქციასთან ერთად ეს ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა.
თაღის ზომები: სიმაღლე 50სმ / სიგანე 97სმ / სიღრმე 60სმ
*ღირებულება არ მოიცავს თაღის ბალიშებს
390,00 ₾
10 საწყობშია
|
|
0-6 თვე, 6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი, 5+ წელი |
|---|---|
|
|
გოგორა |

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.
|
|
0-6 თვე, 6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი, 5+ წელი |
|---|---|
|
|
გოგორა |

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.