პიკლერის საცოცი სამკუთხედი დიდი დაფით
შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე
პიკლერის სამკუთხედი საუკეთესო პროდუქტია მცირეწლოვანი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის, მისი რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს მოქნილობისა და მოძრაობების სიზუსტის განვითარებას.
პიკლერის სამკუთხედი იზრდება ბავშვთან ერთად და მისი განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს თამაშის ახალ გზებს.
პიკლერის სამკუთხედზე ცოცვისას პატარები ივითარებენ კოორდინაციის და მოტორულ უნარებს, სწავლობენ სხეულის კონტროლს და ძლიერდებიან ფიზიკურად. საფრთხეების, სირთულეების გადალახვისას ისინი აფასებენ საკუთარ უნარებს, ეჩვევიან დამოუკიდებლობას და ხდებიან მეტად თავდაჯერებულნი.
საცოცი სამკუთხედი თავისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე იძლევა გამოყენების ფართო საშუალებას. რაც ავითარებს ბავშვის წარმოსახვის უნარს და დადებითად მოქმედებს მის გონებრივ განვითარებაზე.
კონსტრუქციიდან გამომდინარე, იგი არ საჭიროებს კედელზე მიმაგრებას, თავისუფლად შეიძლება მისი გადაადგილება. კომპაქტურია და დაკეცვის შესაძლებლობის გათვალისწინებით შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერ ადგილას.
650,00 ₾

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.