პიკლერის ნავი/საფეხურები
შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე
ტრანსფორმერი საქანელა ნავი/საფეხურები ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტია თავისი მახასიათებლების გამო. მისი დანიშნულება და ფუნქციები ორ ნაწილად იყოფა, ტრანსფორმაცია კი ერთი ხელის მოქმედებით, მხოლოდ მისი ამოტრიალებითაა შესაძლებელი. საქანელა ნავის გამოყენებისას, მისი მთავარი როლი, ბავშვებში გუნდური მუშაობის უნარის აღმოჩენა და განვითარებაა. იგი იდეალურად ითავსებს გარკვეული მოტორული უნარების, მოქნილობისა და რითმის შეგრძნების დახვეწას. მისი გამოყენება ერთდროულად 2-4 ბავშვს შეუძლია, რაც წინაპირობაა ბალანსის, სხეულის აღქმისა და კონტროლის, დამოუკიდებლობის, სოციალიზაციის, მხიარული
და ნაყოფიერი თამაშის სწავლისა. მისი ამოტრიალების შემდეგ ის გადაიქცევა საფეხურებიან, საცოც პლატფორმად, რაც ასევე ხელს უწყობს წონასწორობის, კონცენტრაციისა და მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას. აღნიშნული ორი ერთში პროდუქტი შექმნილია ბავშვისთვის ისეთი უნარების განვითარებისთვის, რაც მას მთელი
ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება, ხოლო მისი გამოყენების ეტაპზე ის კვლევისა და თავისუფალი თამაშის წახალისების გარანტი იქნება.
პროდუქტის მიწოდების დროა 5-7 სამუშაო დღე.
500,00 ₾
10 საწყობშია
|
|
2-3 წელი, 3-5 წელი |
|---|---|
|
|
გოგორა |

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.
|
|
2-3 წელი, 3-5 წელი |
|---|---|
|
|
გოგორა |

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.