მონტესორის სათამაშოების თარო, სამი დონე, 9 კუბიკი
შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე
მონტესორის საგანმანათლებლო ფილოსოფიით შთაგონებული თარო არის ავეჯის ნაწილი, რომელიც ქმნის ბავშვზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც ბავშვი ივითარებს ავტონომიის შეგრძნებას, ღრმა კონცენტრაციას და ჩართულობას.
თაროს ზომები მორგებულია ბავშვის სიმაღლეს, ხოლო წინა ნაწილი სრულად ღიაა. ეს მასზე განლაგებულ ნივთებს პატარასთვის ადვილად ხელმისაწვდომს ხდის ზრდასრულთა დახმარების გარეშე, რაც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და თვითმიმართულ სწავლებას.
მონტესორის თაროები, როგორც წესი, მიზანმიმართული და ვიზუალურად მიმზიდველი სახით იღჭურვება სათამაშოებით, სასწავლო და განვითარებისათვის შესაფერისი სხვა მასალებით, რომლებიც მხარს უჭერენ ბავშვის ზრდის სხვადასხვა ასპექტს, როგორიცაა მოტორული უნარები, მეტყველების განვითარება, სენსორული შესწავლა და პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარები.
ამ მასალის როტაციის გზით კი ბავშვები უზრუნველყოფილები არიან ახალი გამოწვევებით, ფოკუსირდებიან ერთ აქტივობაზე და სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებას და დროის დამოუკიდებლად მართვას.
ჩვენი მონტესორის თარო დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალური დამუშავება და მყარი კონსტრუქცია კი ბავშისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.
ზომა: კუბიკის ზომა 30/30/29სმ. სიმაღლე 95 სმ / სიგანე 96 სმ / სიღრმე 29 სმ
570,00 ₾
5 საწყობშია
„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.


მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.