მონტესორის სამზარეულოს კუთხე წყლის აქტივობებისთვის 1 ჯამით
შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე
ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული აქტივობებით შეიცნოს რეალური სამყარო და მიიღოს გამოცდილებები. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მისიის ერთ-ერთ ასპექტს აკმაყოფილებს ჩვენი სამზარეულოს კუთხე, რომელიც მორგებულია ბავშვის ზომებსა და საჭიროებებზე. იგი შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვი კვლევისა და განმეორების გზით ჩაერთოს ისეთ პრაქტიკულ აქტივობებში, როგორიცაა ჭურჭლის რეცხვა, რაც პატარას საშუალებას აძლევს ისწავლოს ჭამის შემდეგ დასუფთავება, განივითაროს წვრილი მოტორული უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და დააფასოს საოჯახო საქმიანობაში წვლილის შეტანის მნიშვნელობა.
მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე ხელების დაბანის, კბილების გახეხვის და სხვა წყალთან დაკავშირებული აქტივობებისთვის, რაც ძალიან კარგი დამოუკიდებლობის მოპოვების საშუალებაა ბავშვისთვის საკუთარ თავზე ზრუნვის დაწყებით.
სენსორული კუთხეები უდიდესი წყაროა ბავშვის ფანტაზიის გასაღვიძებლად, მისი შემოქმედებითობისა და კოგნიტური უნარების სტიმულირებისთვის. იგი ხელს უწყობს შესწავლას შეხების, მხედველობის, ხმის და თუნდაც ყნოსვის საშუალებით და შეუქმნის უსაფრთხო და საინტერესო გარემოს, რითიც აღმოაჩენს საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.
ზომა: 45/60/35სმ
310,00 ₾
10 საწყობშია

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ.
ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში.
საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

მიმოხილვა
მიმოხილვა ჯერ არ არის.