მონტესორის კუბი მაგიდა პატარა

შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე

მონტესორის კუბი მაგიდა კუბის სკამის მოზრდილი ფორმაა. იგი განსაკუთრებულია თავისი ზომებითა და ფუნქციებით. კუბი სკამის მსგავსად, მასაც სამი ზომის ზედაპირის სიმაღლე გააჩნია და მისი აღმოჩენა და გამოყენება სხვადასხვა მხარეს გადაბრუნებითაა შესაძლებელი. კუბი მაგიდა უზრუნველყოფს ბავშვის განვითარების ისეთი დეტალების ჩამოყალიბებას, როგორიცაა დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა, წვრილი და მსხვილი მოტორიკის

განვითარება, სხეულისა და საკუთარი სურვილების მართვის უნარი.  კუბი მაგიდის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობების დროს, ასევე დამოუკიდებელად კვების უნარების განვითარებისთვის. კუბი სკამის მსგავსად, კუბი მაგიდის გამოყენება შესაძლებელია სკამის, თაროსა და საფეხურის სახით, კონსტრუქციიდან

გამომდინარე კი – პატარას დაყრდობასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც ეხმარება. მონტესორის კუბ სკამთან კომბინაციაში აღნიშნული მოდელი ზომებით 48/45/43სმ თანხვედრაშია კუბი სკამის 30/30/30სმ ზომასთან. ეს კომბინაცია კუბ მაგიდას მეტად ფუნქციურს ხდის და პარამეტრების გათვალისწინებით რეკომენდებულია 3წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

180,00 

8 საწყობშია

მაღაზია
0 out of 5
baby icon ასაკი

6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი

brand ბრენდი

გოგორა

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ. 

ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში. 

საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

baby icon ასაკი

6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი

brand ბრენდი

გოგორა

შეფასებები

მიმოხილვა

მიმოხილვა ჯერ არ არის.

შეაფასეთ პირველმა: მონტესორის კუბი მაგიდა პატარა;

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *