მონტეს კლუბი | ინგლისური 5 წლიდან

🌟 მონტეს კლუბში ახლა უკვე ინგლისურის გაკვეთილებიც გვაქვს .

რას ვაკეთებთ?

🤸‍♀️ ინგლისურს ვსწავლობთ სახალისო თამაშებით და რეალურ, ყოველდღიურ სიტუაციებში გამოყენების გზებით.

ვინ გვასწავლის?

🇺🇸 გაკვეთილებს უძღვება ამერიკელი მასწავლებელი (native speaker), რაც პატარებს ენის ბუნებრივად, მარტივად და სწორად შესწავლაში ეხმარებათ.

ვისთვის არის?

🎈გაკვეთილები განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც სურთ ინგლისური ენის სამყაროში პირველი ნაბიჯები მარტივად და მხიარულად გადადგან.

როდის?

⏱️ ყოველ შაბათ დღეს, 18:00-ზე, 90 წუთის განმავლობაში – თქვენი პატარა მხიარულ და თბილ გარემოში შეისწავლის უცხო ენას და თან დაუვიწყარ დროს გაატარებს! 

📩 📞დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 555 36 13 60

Original price was: 180,00 ₾.Current price is: 120,00 ₾.

5 საწყობშია

ვენდორი
0 out of 5
მონტეს კლუბი არის სივრცე, რომელიც აერთიანებს მონტესორის მეთოდის ფილოსოფიას, კრეატიულ სწავლებას და მეგობრულ გარემოს ბავშვებისთვის.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ბავშვებში დამოუკიდებლობის, კრეატიულობისა და სწავლის ბუნებრივი ინტერესის გაღვივებას. გთავაზობთ:

ერთჯერად თემატურ ვორქშოფებს – სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები ბავშვებისთვის.
შაბათ კვირის სისტემატურ სესიებს მონტესორის მეთოდის მიხედვით, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარების ყველა მიმართულებას: ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტურს.
საათობრივი დატოვების შესაძლებლობა – კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც თქვენი ბავშვები გაერთობიან, ისწავლიან და დროს ნაყოფიერად გაატარებენ ჩვენს პედაგოგებთან ერთად.
რატომ მონტეს კლუბი?
ადრეული ბავშვობის წლები ადამიანის ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ჩვენი სივრცე ბავშვებისთვის ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებასა და განათლებას. ჩვენ გვჯერა, რომ მონტეს კლუბი გახდება ადგილი, სადაც პატარები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ბედნიერები არიან სამყაროს შეცნობის პროცესით.

შეფასებები

მიმოხილვა

მიმოხილვა ჯერ არ არის.

შეაფასეთ პირველმა: მონტეს კლუბი | ინგლისური 5 წლიდან;

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *