მოძრავი ცხოველები – Clementoni

სათამაშო შეიცავს 120 ელემენტს: ფიცრებს, ფირფიტებს, ლურსმნებს, კუბებს, ბორბლებს და სპეციალურ ნაწილებს (ელიფსები, რკალი და სამკუთხედები). ძრავზე მომუშავე მოდული საშუალებას მოგცემთ აწყობილი თითოეული მოდელის გაცოცხლებას. ინსტრუქცია დაგეხმარებათ 5 სახალისო ცხოველების მოდელის აწყობაში: გორილა, ლომი, სელაპი, ზვიგენი და მწერი. დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული! მოძრაობის დასაწყებად უბრალოდ ჩართეთ ძრავა და… გორილა საკუთარ ფეხებზე გაივლის, მწერი ფრთებს აამოძრავებს, ზვიგენი გამოგეკიდებათ, სელაპი მოუხერხებლად წაგორდება წინ და ლომი ირბენს.

ნივთის ზომა: 30 x 7.7 x 30 სმ

 ასაკი: 6+

არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

72,00 

1 საწყობშია

ვენდორი
0 out of 5

თამაში სერიოზული საქმეა, რომელიც არასდროს უნდა შეწყვიტო’’ – თამაშის მნიშვნელობა მარიომ კლემენტონმა ყველას მაშინ დაანახა, როცა 1963 წელს კომპანია Clementoni ჩამოაყალიბა და პირველი სამაგიდო თამაშიც შექმნა. კომპანია ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით, საგანმანათლებლო სათამაშოებს აწარმოებს. Clementoni გთავაზობთ სამაგიდო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სათამაშოების ნაკრებებს, თავსატეხებს, წიგნებსა და სხვა პროდუქტებს. Clementoni-ს პირველი კომერციული წარმატება სამაგიდო თამაშის ‘’Sapientino’’-ს წარდგენას მოჰყვა. ბრენდი, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის თამაშის პროცესს მუდმივად ავითარებს, ინარჩუნებს კრეატიულობასა და ხარისხს. დღეს, ‘’კლემენტონი’’ სათამაშოებს ყველა ასაკისთვის ქმნის. ბრენდის თითოეული პროდუქტის იდეაზე კარგად არის ნაფიქრი. სათამაშოები ექსპერიმენტულად დამტკიცებულია და მაღალი ხარისხის, არატოქსიკური მასალის გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმატივის სრული დაცვით იწარმოება. Clementoni დღემდე აერთიანებს სათამაშოების მდიდარ ასორტიმენტსა და ყველაზე პოპულარულ ლიცენზიებს.

შეფასებები

მიმოხილვა

მიმოხილვა ჯერ არ არის.

შეაფასეთ პირველმა: მოძრავი ცხოველები – Clementoni;

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *