კუბი სკამ-მაგიდა – S

შეკვეთის მიწოდების თარიღი: 5-7 სამუშაო დღე

კუბი სკამი უნიკალური მრავალფუნქციური პროდუქტია, რომელიც ბავშვის განვითარებასა და გარემოსთან მის ადაპტაციას უწყობს ხელს. კუბ სკამს გააჩნია სამი განსხვავებული სიმაღლე, რომელთა რეგულირებაც მისი გადაბრუნებითაა შესაძლებელი.

კუბი მაგიდის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობისას, ასევე-დამოუკიდებელად კვების უნარების განვითარებისთვის.

კუბი მაგიდის გამოყენება შესაძლებელია სკამის, თაროსა და საფეხურის სახით, ასევე – როგორც საყრდენი პატარას პირველი ნაბიჯების გადადგმისას.

ზომები:

კუბი სკამის ზედაპირის ზომები შესაბამისობაშია კუბი მაგიდის დასაჯდომის ზომებთან. რეკომენდებული კომბინაციებია:

კუბი სკამი S: (L x W x H): 30/30/30სმ

კუბის სკამი S, პოზიცია I (13სმ) შესაბამისია კუბი მაგიდა S, პოზიცია II-თან (32სმ)

კუბის სკამი S, პოზიცია II (18.5სმ) შესაბამისია კუბი მაგიდა S, III პოზიციასთან (42სმ)

დასაჯდომის სიმაღლე: I პოზიცია – 13სმ, II პოზიცია – 18.5სმ, III პოზიცია – 29სმ 

340,00 

9 საწყობშია

მაღაზია
0 out of 5
baby icon ასაკი

6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი

brand ბრენდი

გოგორა

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ. 

ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში. 

საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

baby icon ასაკი

6-12 თვე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი

brand ბრენდი

გოგორა

შეფასებები

მიმოხილვა

მიმოხილვა ჯერ არ არის.

შეაფასეთ პირველმა: კუბი სკამ-მაგიდა – S;

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *