აბაზანის საფეხური

შეკვეთის მიწოდების დრო: 5-7 სამუშაო დღე

ორსაფეხურიანი პლატფორმა არის მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება, რომელიც დაფუძნებულია მონტესორის განათლების პრინციპზე, რათა ბავშვები თავისუფლად გადაადგილდნენ, უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, განივითარონ თავდაჯერებულობა და მოტორული უნარებ-ჩვევები. იგი იდეალური არჩევანია სამზარეულოს, აბაზანის ან საბავშვო ოთახისთვის, რათა პატარებმა მიაღწიონ მაღალ ზედაპირებს ან შეასრულონ სხვადასხვა დავალებები უფრო მარტივად და დამოუკიდებლად. მათ შეუძლიათ კბილების გახეხვა, ქოთანზე ასვლა, ხელების დაბანა და ნივთების დამოუკიდებლად აღება. 

საფეხურები შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებს დაეხმაროს პრაქტიკული ცხოვრებისეული უნარებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაში.  

საფეხურის მაქსიმალური დატვირთვა 60 კგ-ია. ამიტომ ბავშებთან ერთად მოზრდილებსაც შეუძლია მისი გამოყენება. 

იგი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა არატოქსიკური მასალისგან. იდეალურ დამუშავებასა და მყარ კონსტრუქციასთან ერთად მას აქვს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა. 

160,00 

9 საწყობშია

მაღაზია
0 out of 5
baby icon ასაკი

2-3 წელი, 3-5 წელი

brand ბრენდი

გოგორა

„გოგორა“ ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ეკომეგობრული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ცენტრშია ადამიანები და ბუნება. ჩვენი სათამაშოების დიზაინი – ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას, ხოლო განმავითარებელი ავეჯი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის საგანმანათლებლო მეთოდებს ეფუძნება. მათ „უსასრულო თამაშების“ (open-ended play) პრინციპები აერთიანებთ. 

ჩვენი მისია უფროსების მხარდაჭერაა ბავშვთა აღზრდის საქმეში. კომპანიის განვითარების გზაზე ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებაში. ეს ვლინდება კომპლექსურად – ღირებულებების, მრავალმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის, წარმოების, პროდუქტის, მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებებში. 

საბავშვო ინდუსტრიისათვის დამახასიათებელი და წარმოების პროცესის სირთულეების დაძლევას უახლესი ევროპული სტანდარტების, საწარმოო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცნობა-დანერგვით ვცდილობთ. ჩვენი პროდუქტი იქმნება სერტიფიცირებული ნედლეულით, რეგულაციების, საუკეთესო საწარმოო პრაქტიკის, შრომის უსაფრთხოების დაცვითა და ეკომეგობრული მიდგომებით (ენერგოეფექტულობა, მწვანე ტექნოლოგიები, ეკომეგობრული შეფუთვა, მეორადი ნარჩენების მართვა). აქცენტი კეთდება არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე, არამედ წარმოების, პროდუქტისა და სერვისის ევროპული ხარისხის კომბინაციაზე.

baby icon ასაკი

2-3 წელი, 3-5 წელი

brand ბრენდი

გოგორა

შეფასებები

მიმოხილვა

მიმოხილვა ჯერ არ არის.

შეაფასეთ პირველმა: აბაზანის საფეხური;

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *