რაიდმედის საცხენოსნო სკოლა

რაიდმედის საცხენოსნო სკოლა ლისის ტბის მიმდებარედ, რაიდ-რანჩოს ბაზაზე ფუნქციონირებს ცხენსა და ადამიანს შორის ურთიერთობა მრავალსაუკუნოვანია. ჰიპოკრატე გახლდათ პირველი, ვინც იმის მტკიცება დაიწყო, ცხენზე ჯდომა დაჭრილებსა და ავადმყოფები უფრო სწრაფად აჯანსაღებსო. მერე მელანქოლიკებს შეუჩნდა – რაშზე ამხედრდით და გახალისდებითო. დაკვირვებული კაცი იყო – შეამჩნია, რომ ჯირითი ადამიანს შავბნელი აზრებისგან ათავისუფლებდა და ნათელ ფიქრებს ჰგვრიდა.

 სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ბავშვები და მოზარდები გაუცხოებულნი არიან ბუნებისგან, სწორედ ამიტომ საცხენოსნო სკოლას გარდა ფიზიკური აქტივობისა, დიდი სოციალურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ენიჭება. პატარებს საშუალება აქვთ არა მხოლოდ გაიცნონ თავისი მეგობარი ცხენი, არამედ შეეჩვიონ ცხენოსნურ გარემოს, თავლას, ცხენის სადგომს, ცხენის მოვლასა და კვებას. რაც ცხენისა და ბავშვის დაახლოებას უწყობს ხელს.

შეთავაზების დეტალები:

  • ცხენოსნობის შემსწავლელი გაკვეთილები ინდივიდუალურია და ტარდება კვირაში ორჯერ
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთია;
  • 1 დღიანი აბონიმენტის ღირებულება 45 ლარი, ხოლო 1 თვიანი  320 ლარია (8 გაკვეთილი)
  • წინასწარი ჩაწერა აუცილებელია.
  • მისამართი იხ. ბმულზე
რაიდმედის საცხენოსნო სკოლაში ყოველი პარასკევი “მონტესორის კლუბის” დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის წევრებისათვის ამ დღეს იმოქმედებს სპეციალური, 15% იანი ფასდაკლება.