



Kids event
პროფესიონალ სტაფი, ბავშვებთან კორექტული მუშაობა/თამაში, ჯანსაღი გართობა და რა თქმა უნდა ჟრიამული.
პროგრამის დეტალები
პარკი/სკვერი თბილისში, აგარაკი, კერძო სახლის ეზო თუ სხვა ნებისმიერი თქვენს მიერ შერჩეული ლოკაცია.
🏠დახურული სივრცე:
გეწვევით სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში კომპანიის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასიანი ლოკაციები, მეგობარი სოვრცეები.
(რესტორანი, საოჯახო სივრცე, სადღესასწაულო სივრცე და სხვა)
🎈პროგრამა
პროგრამა შედგება ოთხი ნაწილისგან:
🎨1. შემოქმედებითი ნაწილი, ვორქშოპი. ხელნაკეთი ნივთების, სათამაშოების დამზადება. ვორქშოპს ვარჩევთ თქვენთან ერთად ბავშვების ასაკის და აქტუალური ინტერესების მიხედვით. ყველა მონაწილეს თავისი ნამუშევარი რა თქმა უნდა მიაქვს თან. გამოყენებული მასალები მაქსიმალურად უსაფრთხო ბავშვის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.
🥎2. აქტიური თამაშები. ბავშვები არ იყოფიან სქესის მიხედვით და არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. თამაშები აგებულია გუნდურობაზე, შესაბამისად არცერთი ბავშვი არ რჩება წაგებული ან იმედგაცრუებული. არ ვიყენებთ ხმამაღალ მუსიკას და მიკროფონებს.
🎁3. განძის ძებნის თამაშები. დამალული ნივთების ძებნა, დაშიფრული წერილების ამოხსნა, ექსპერიმენტი, სახალისო გამოცანები, სამაგიდო თამაშები, დადარის ბალანს კუბიკების ჩელენჯი და სხვა. დავალებები შეირჩევა ასაკის და წვეულების თემატიკის მიხედვით ინდივიდუალურად.
🎈4.დიდი საპნის ბუშტები, რომლის გაბერვაშიც ბავშვები თავად იღებენ მონაწილეობას და გრძელი ბუშტის ფორმები.
💰ძირითადი პაკეტის ღირებულება 520 ლარი 10 ბავშვამდე
ღირებულება ყოველი მომდევნო ბავშვისთვის 25 ლარი.
💸ადგილის დაჯავშნის მიზნით წინასწარი ჩასარიცხი 100 Gel. (მოითხოვეთ საბანკო ანგარიში ჩვენთან პირადი მიმოწერისას)
❗უამინდობის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა მიზეზით წვეულების სხვა თარიღზე გადადება ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
უამინდობის შემთხვევაში ასევე ოპერატიულად გთავაზობთ დახურულ სივრცეებს.
წინასწარი ჩარიცხული ავანსი, წვეულების თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით მთლიანად გაუქმების შემთხვევაში უკან არ ბრუნდება.
დანარჩენი თანხა წვეულების შემდეგ ირიცხება იგივე ანგარიშზე. იმ რაოდენობაზე, რაც ბოლოს დაგვიდასტურეთ შეკვეთის მიღებისას და არა იმ რაოდენობაზე რამდენი ბავშვიც საბოლოოდ დაესწრება წვეულებას.
დამატებით შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ:
pull string piniata ნებისმიერი დიზაინით და შიგთავსით. ჩვენი პინიატა არ უნდა გატეხონ ბავშვებმა ჯოხით არამედ ჩამოხსნან ჯადოსნური უჯრა, ჯადოსნური ლენტით. პინიატა გრჩებათ თქვენ უვნებელი. ფასი 80 ლარი
🏅ფინები/გულსაბნევები 100 ლარი (10 ბავშვამდე)
150 (15 ბავშვამდე)
200 ( 20 ბავშვამდე)
ინდივიდუალური გულსაბნევების დამზადება. ბავშვები თავად ხატავენ სასურველ ნახატს, წარწერას და ეს ნახატი მათივე თვალწინ, ჩვენი აპარატით გადაიქცევა გულსაბნევებად.
-მოითხოვეთ ფოტოები თუ რა არის ფინები
🖌️ სახეზე მოხატვა
150 ლარი (10-15 ბავშვამდე)
300 ლარი (15-20ბავშვამდე)
400 ლარი 20 ბავშვის ზემოთ
დიდ წვეულებებზე სახეზე მოხატვის ფასი საათობრივად დაანგარიშდება.
სახეზე ვხატავთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბავშვის კანისთვის უვნებელი, სერთიფიცირებული სახის საღებავები.
დამატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით:
📸ფოტო გადაღება 100 ლარი (თბილისის გარეთ მომსახურების საფასური 150 ლარი)
კორპორატიული და სკოლის/ბაღის ფოტო და ვიდეო გადაღების, ასევე თბილისის გარეთ ფოტო და ვიდეო გადაღების საფასური იზრდება
🎬ვიდეო გადაღება 150 ლარი (თბილისის გარეთ მომსახურების საფასური 200 ლარი)
🍏ქეითერინგის მომსახურება შესაძლებელია
🎀დამატებითი ინვენტარი (ხის საბავშვო მაგიდები და ფერადი ბალიშები) 60 ლარი
🎭სურვილის შემთხვევაში ჩვენი მეგობარი კომპანიის ზრაპრის გმირები.
⌛წვეულების ხანგრძლივობა საათნახევარი.
🚕თბილისის გარეთ ემატება ტრანსპორტირების საფასური ტაქსის ტარიფის მიხედვით (ორი გზა)
🧸წვეულებაზე მოწვეული გასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სიამოვნებით გამოვყოფთ შესაბამისი ცოდნის მქონე დამატებით ტრენერს, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის ბავშვს.
🦸ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი ადამიანებისგან. ესენი არიან ახალგაზრდა ფსიქოლოგები, პედაგოგები ან ჩვენს მიერ გადამზადებული ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ უყვართ ბავშვები არამედ იციან მათთან კორექტული კომუნიკაცია, სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვებთან ურთიერთობას, თამაშს. ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანია.